ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარების კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საზაფხულო სტუდენტურ მცირე სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ UG მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ჯანდაცვის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საექთნო მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დარგობრივი პრობლემატიკის სამეცნიერო კვლევით.
საგრანტო კონკურსისთვის საპროექტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 6 ივნისი.
საპროექტო განაცხადის ფორმა შევსებული და წარმოდგენილი უნდა იყოს 6 ინვისს 12.00 სთ-მდე. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.
ელ. მისამართი: v.luarsabishvili@ug.edu.ge
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება.
საკონტაქტო პირი: ვლადიმერ ლუარსაბიშვილი,
კონსულტაციები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 16.00-17.00 სთ, სუ პირველი კორპუსი, ოფისი 403
საპროექტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა - 6 ივნისი